Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის საკითხს


ევროპარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს. ბრიუსელში, სხდომას ესწრება საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. "დარწმუნებული, ვარ რომ ევროპარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 2016 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე დაამტკიცა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია, რაც გზას უხსნის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწიეს. დოკუმენტი ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ისეთ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდება საქართველოსა და უკრაინის დიდი რაოდენობით მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან სამშობლოში დაბრუნებაზე.

XS
SM
MD
LG