Accessibility links

ნატოს გენერალური მდივანი დღეს სარაევოში ვიზიტს იწყებს


2 თებერვალს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გამოვა სიტყვით, რომელშიც ბალკანეთის ამ ქვეყნის ნატოსთან თანამშრომლობის ისტორიასა და მომავალზე ისაუბრებს. ვიზიტის დროს სტოლტენბერგი შეხვდება სამსუბიექტიანი პრეზიდიუმის თავმჯომარეს მლადენ ივანიჩსა და პრემიერ-მინისტ დენის ზვიზდიჩს. დაგეგმილია სტოლტენბერგის გამოსვლა სარაევოში მდებარე „ოფიცერთა სახლში“. 1995 წლის საომარი კამპანიის განმავლობაში, ნატოს ავიაციის სამიზნე იყო ბოსნიელ სერბთა არმიის ობიექტები და ინფრასტრუქტურა, რამაც ხელი შეუწყო დეიტონის ხელშეკრულების ხელმოწერას და ბოსნიაში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დასარულებას. ომის შემდეგ ბოსნიაში ნატოს მრავალეროვნული ძალები შევიდნენ მშვიდობის დასამყარებლად. ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინა ნატოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება.

XS
SM
MD
LG