Accessibility links

კრემლის კრიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა კვლავ რეანიმაციაში მოხვდა


მოძრაობა „ღია რუსეთის“ თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ კარა-მურზა რეანიმაციაში იმყოფება, სავარაუდოდ, თავდასხმის შედეგად მიყენებული დაზიანებებით, რითაც ის 2015 წელს ერთხელ უკვე მოხვდა საავადმყოფოში. ამის თაობაზე ინფორმაცია „ტვიტერით“ გაავრცელა რადიო „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ ვენედიქტოვმა, რომელიც საზოგადო მოღვაწის ცოლისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. 2015 წლის დეკემბერში კარა-მურზამ საჩივრით მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მასზე მკვლელობის განზრახვით მომხდარი თავდასხმის მცდელობაზე, რაც, დაზარალებულის თქმით, ნაკარნახევი იყო პოლიტიკური და იდეოლოგიური გაუტანლობით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG