Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი უნგრეთს ესტუმრა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ ჩავიდა უნგრეთში, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართავს მოლაპარაკებას ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის პოლიტიკურ, ბიზნეს და საბანკო სფეროს წარმომადგენლებს, ვლადიმირ პუტინი სტუმრად ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, კონსერვატორმა ვიქტორ ორბანმა, არაერთხელ განაცხადა, რომ იგი ემხრობა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებას.

XS
SM
MD
LG