Accessibility links

იენს სტოლტენბერგი: ნატო ეხმარება ბალკანეთის ქვეყნებს, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის ზეწოლას


ნატო გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი ფხიზლად ადევნებს თვალს რუსეთის მზარდ საერთაშორისო ჩარევას დასავლეთ ბალკანეთის საქმეებში და ეხმარება რეგიონის ქვეყნებს, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის ზეწოლას. ამის შესახებ, იენს სტოლტენბერგმა 2 თებერვალს განაცხადა ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში სიტყვით გამოსვლის დროს. სტოლტენბერგმა, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ჩერნიგორიის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე. გასულ წელს ოქტომბერში ჩერნოგორიაში დააკავეს 21 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ორი მოქალაქე, ბრალდებული გადატრიალების მზადებაში, რათა არ დაეშვათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოეპოვებინა ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანების მომხრე პოლიტიკურ ძალას. ნატომ ორი წლის დეკემბერში ოფიციალურად შესთავაზა ალიანსის წევრობა ჩერნოგორიას. გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, წლევანდელ გაზაფხულზე დასრულდება. სტოლტენგებრის თქმით, ყველაზე საუკეთესო გზა საერთაშორისო ზეწოლის მოსაგერიებლად არის რეფორმები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, რამაც მოდერნიზებული და მაყარი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა უნდა უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG