Accessibility links

ირანი აკრიტიკებს აშშ-ის „პროვოკაციულ“ გაფრთხილებებს


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პროვოკაციული“ უწოდა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას ირანის გაფრთხილების თაობაზე, ახლახან საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, ირნას ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ბაჰრამ ღასემიმ 2 თებერვალს თქვა, აშშ-ის განცხადებები „უსაფუძვლო, ერთფეროვანი და პროვოკაციულიაო“. ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკლ ფლინმა ერთი დღით ადრე განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ვერ შესძლო ადეკვატურად ეპასუხა თეირანის ბოროტი ნაბიჯებისთვისო“ და დასძინა, რომ ირანი „გაფრთხილებულია“ - თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ზომები იქნება მიღებული. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2 თებერვალს ტვიტერით დაწერა, ირანის ლიდერები „მადლობელი უნდა ყოფილიყვნენ იმ საშინელი შეთანხმებისთვის, რომელიც მათთან აშშ-მა გააფორმაო“. მას მხედველობაში ჰქონდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება თეირანს და წამყვან ქვეყნებს შორის. „ირანი სულს ღაფავდა და დაშლის პირას იყო, ვიდრე აშშ-მა, სხვებთან ერთად, არ გაუხსნა მას სიცოცხლის გზა 150 მილიარდი დოლარის სახითო“ - ტვიტერითვე დასძენს ტრამპი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG