Accessibility links

ბრიტანეთის მთავრობა აქვეყნებს „ბრექსიტის“ გეგმას


ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს „ბრექსიტის“ სახელით ცნობილი პროცესი - ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან. დოკუმენტში, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო მომავალში ფართომასშტაბიან ურთიერთობას დაამყარებს ევროკავშირთან, თუმცა, ამავე დროს, თავად გააკონტროლებს საკუთარ კანონებს და იმიგრაციის პროცესებს. გეგმაში განსაზღვრულია 12 პრინციპი, რომლებიც, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის თანახმად, ბრიტანეთის ბლოკისგან განცალკევების გზამკვლევი უნდა იყოს. ბრიტანეთის მოქალაქეებმა 2016 წლის რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან. ლეიბორისტული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა კეირ სტარმერმა - რომელიც ამ პარტიის ჩრდილოვანი მინისტრია ბრექსიტის საკითხებში - გეგმას უწოდა „ოცნება და არა სამოქმედო გეგმა“. სტარმერის თქმით, დოკუმენტში არ არის მყარად განსაზღვრული რა ბედი ეწევათ ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს, არ არის დაზუსტებული როგორ დაიცავენ დასაქმებულების და მომხმარებლების უფლებებს და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გზებით იმუშავებს უტარიფო დაშვება ერთიან ბაზარზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG