Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართა მიხეილ ჯანელიძის და სებასტიან კურცის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის და ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის შეხვედრა. მინისტრებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობა და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ეუთოს როლი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სებასტიან კურცმა კვლავ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. სებასტიან კურცი მიესალმა ევროპარლამენტის მიერ 2 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებითვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესების შესახებ. „მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა. საქართველო ძალიან სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება“- განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა.

XS
SM
MD
LG