Accessibility links

პარიზში ჯარისკაცმა დაჭრა დანით შეიარაღებული პირი, რომელიც ლუვრში შესვლას ცდილობდა


საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პარიზში ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამაკაცი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული და ცნობილ მუზეუმში, ლუვრში შესვლას ცდილობდა. მედიასაშუალებები საფრანგეთის პოლიციისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დანით შეიარაღებულ მამაკაცს ხელში ჩემოდანი ეჭირა და მუზეუმის მაღაზიაში შესვლას აპირებდა. პოლიციის თანახმად, მაღაზია და მიმდებარე ტერიტორია ევაკუირებულია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში „სერიოზულ“ ინციდენტზე საუბრობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG