Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ვახტანგ გომელაურის გადადგომას


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა თანამდებობიდან გადადგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს ზეწოლას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავენ. მელიას თქმით, უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური ინსტუმენტია. „მას არანაირი უფლება არა აქვს იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე”, - განაცხადა ნიკა მელიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას არასერიოზული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული უწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა, ნინო გიორგობიანმა. „პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განუცხადა ინტერპრესნიუსს ნინო გიორგობიანმა.

XS
SM
MD
LG