Accessibility links

გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთის მიმართ სანქციებს არ გააუქმებენ, სანამ ის ყირიმს არ დააბრუნებს


გაეროში აშშ-ის ახალმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ „მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები“ აღმოსავლეთ უკრაინაში და დასძინა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ გაუქმდება მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინას არ დაუბრუნებს ყირიმის ნახევარკუნძულს. ყირიმი უკრაინის ნაწილიაო, განაცხადა ჰეილიმ 2 თებერვალს უშიშროების საბჭოში. „რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად მძიმე პირობებში მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთი არ აღმოჩნდა. აშშ კვლავაც გმობს ყირიმის ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს მისი დაუყოვნებლივ შეჩერებისაკენ“, - განაცხადა გაეროში აშშ-ს ელჩმა. მანვე "სამწუხარო" უწოდა იმ გარემოებას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე პირველივე გამოსვლის დროს უწევს რუსეთის დაგმობა. „ჩვენ გვსურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული საგანგაშო მდგომარეობა მოითხოვს რუსეთის ქმედებების მკაფიოდ და მკაცრად დაგმობას“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია.

XS
SM
MD
LG