Accessibility links

პარიზში ჯარისკაცმა დაჭრა მაჩეტეთი შეიარაღებული პირი, რომელიც შეძახილით "ალაჰ აქბარ" ლუვრში შეჭრას ცდილობდა


პარიზის პოლიციის უფროსის, მიშელ კადოს განცხადებით, ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ცნობილ მუზეუმში, ლუვრში შეჭრას ცდილობდა შეძახილით „ალაჰ აქბარ“. მიშელ კადოს ცნობით, ჯარისკაცმა ხუთჯერ გაისროლა და მძიმედ დაჭრა სავარაუდო თავდამსხმელი. თვითონ ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა. პარიზის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს თან ჰქონდა ორი ზურგჩანთა, რომელშიც - როგორც მოგვიანებით გაირკვა - არ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა, მაგრამ დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი, პოლიციის უფროსის ცნობით, „საეჭვო ქცევის“ გამო. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დანით შეიარაღებული პირი ცდილობდა ლუვრის მიწისქვეშა სართულზე, მუზეუმის მაღაზიაში შესვლას და ხელში ჩემოდანი ეჭირა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში „სერიოზულ“ ინციდენტზე საუბრობს. ლუვრის პრესმდივნის განცხადებით, მუზეუმი დროებით დაიხურა. მას არ დაუდასტურებია ცნობები იქ მყოფთა ევაკუაციის შესახებ.

XS
SM
MD
LG