Accessibility links

ლუკაშენკო: რუსეთი ენერგომომარაგებას იყენებს, რათა "ყელში წაუჭიროს" ბელორუსიას


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს მინსკში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი. მან კრემლი დაადანაშაულა ორ მეზობელ ქვეყანას შორის ხელშეკრულებების დარღვევაში და განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომომარაგებას იყენებს, რათა „ყელში წაუჭიროს“ ბელორუსიას. მინსკში 50-მდე ბელორუსი და უცხოელი ჟურნალისტის წინაშე გამოსვლისას, ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთმა „ერთი ხელის მოსმით“ გადახაზა ბელორუსიასთან გაფორმებული სასაზღვრო ხელშეკრულებები. ამ განცხადებით ბელორუსიის პრეზიდენტი გულისხმობს რუსეთის ზომებს საერთო საზღვარზე კონტროლის გასამკაცრებლად მას შემდეგ, რაც ბელორუსია, გეგმის მიხედვით, 9 თებერვალს გააუქმებს სავიზო რეჟიმს 80-მდე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ცდილობს მომცრო ქვეყნებზე თავისი გავლენის გაზრდას მათი მილსადენების გაკონტროლებით და გავლენის ბერკეტად ნავთობითა და გაზით მომარაგების გამოყენებით.

XS
SM
MD
LG