Accessibility links

საქართველოს საპატრიარქო დადებითად ეხმაურება ცნობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერაზე


საქართველოს საპატრიარქო დადებითად გამოეხმაურა ცნობას ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მხარდაჭერის შესახებ. „მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ“, - ნათქვამია საპატრიარქოს საგანგებო განცხადებაში. მასში გამოთქმულია სურვილი, რომ ხალხმა „იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე.” 2 თებერვალს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ეტაპი უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გზაზე. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარები დაამტკიცებენ უვიზო მიმოსვლის "შეჩერების მექანიზმს" (სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს) და ხელს მოაწერენ და ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნებენ შესაბამის დოკუმენტებს (სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში), საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის უფლებით ისარგებლებენ (ეს რეჟიმი, როგორც ვარაუდობენ, მარტის ბოლოს ამოქმედდება). წლის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებში მათ ჯამში 180 დღე შეეძლებათ ყოფნა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG