Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის ესკალაციის ფონზე დამკვირვებლები გაფრთხილებით გამოდიან


უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ ზავის დარღვევის შემთხვევების „დაუჯერებლად“ მაღალ რიცხვზე, ორივე მხრიდან - ექვს დღეში მას შემდეგ, რაც განახლდა შეტაკებები ხელისუფლების ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამ განცხადების ფონია გავრცელებული ცნობები, რომ 29 იანვრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, დასახლებულ ადგილებში და მათ შემოგარენში, გახშირდა სროლა, დაღუპულია ათობით ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, არის ბევრი დაჭრილი. ეუთოს გენერალურმა მდივანი, ლამბერტო ზანიერი, საგანგებო განცხადებაში ორივე მხარეს მოუწოდებს „გაითვალისწინოს იმ ადამიანების ბედი, ვინც საომარი მოქმედებების გამო ვერ გადაადგილდება და მათი უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტად დაისახოს“. ზანიერი გამოდის ბრძოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და ზავის პირობების მკაცრად დაცვის მოწოდებებით. მთავრობის მიერ კონტროლირებულ ქალაქ ავდეევკაში, სადაც 22,000-მდე ადამიანი ცხოვრობს და რომელიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკთან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივმა მოსახლეობამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2-დან 3 თებერვლის ღამით იქ ყველაზე ინტენსიური სროლა იყო საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ.

XS
SM
MD
LG