Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გამოცდის სარაკეტო და სარადარო სისტემებს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დააკისრა


ირანი ატარებს სამხედრო წვრთნას, რომლის მიზანია სარაკეტო და სარადარო სისტემების გამოცდა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-მა თეირანს სანქციები დაუწესა, ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო. ირანის რევოლუციური გვარდიის ვებსაიტის თანახმად, ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინცია სემნანში მიმდინარე მანევრების მიზანია აჩვენოს, რომ ირანი „სრულ მზადყოფნაშია გაუმკლავდეს საფრთხეებს“ და „ვაშინგტონის მხრიდან დამამცირებელ სანქციებს“. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, წვრთნების დროს გამოცდა ჩაუტარდება ქვეყნის შიგნით დამზადებულ სარაკეტო სისტემებს, რადარებს, საკონტროლო და ბრძანების ცენტრებს და კიბერ-ბრძოლის სისტემებს. აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. 3 თებერვალს ვაშინგტონმა 13 ინდივიდს და 12 უწყებას დაუწესა სანქციები, მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ირანი „გააფრთხილა“ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის და სხვა ნაბიჯების გამო. ირანი მოხვდა იმ შვიდი უმეტესად მუსლიმური ქვეყნის სიაში, რომლებსაც ვაშინგტონის მიერ გასულ კვირაში გამოცემული სავიზო აკრძალვა შეეხო. ამის პასუხად თეირანმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა აშშ-ის მოჭიდავეთა ნაკრებს, რომელსაც ამ თვეში მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა. აშშ აცხადებს, რომ ირანმა 29 იანვარს რაკეტის გამოცდით დაარღვია 2015 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ირანს უკრძალავს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების გამოცდას - თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG