Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერით უტევს მოსამართლეს, მიგრანტებზე გადაწყვეტილების გამო


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მწვავე მესიჯით გამოეხმაურა სიეტლელ მოსამართლეს, რომელმაც დაბლოკა ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ში შესვლის დროებით აკრძალვის შესახებ შვიდი უმეტესად მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ლტოლვილებისთვის. ტრამპმა 4 თებერვალს მოსამართლე ჯეიმს რობარტს უწოდა „ეგრეთ წოდებული“ მოსამართლე და მის „მოსაზრებას“ – „სასაცილო“. ტრამპის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნება. პრეზიდენტმა დასძინა, ამ აკრძალვას ახლო აღმოსავლეთის გარკვეული ქვეყნებიც ეთანხმებიანო. „მათ იციან, თუ ზოგიერთ ადამიანს შემოვუშვებთ, ეს სიკვდილს და ნგრევას მოიტანსო“, დაწერა ტრამპმა. აშშ-ის რეგიონულმა მოსამართლემ, რობარტმა - რომელიც პოსტზე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დანიშნა - 3 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრამპის ბრძანება არ შეიძლება შესრულდეს სანამ სასამართლო მსჯელობს მის შესახებ შეტანილ საჩივრებზე. მოსამართლის გადაწყვეტილებას ძალა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს და აშშ-ის საბაჟოს და საზღვრის დაცვის უწყებამუკვე შეატყობინა ავიაკომპანიებს, რომ შეუძლიათ აშშ-ის მიმართულებით გადაიყვანონ მოქმედი ვიზის მფლობელი მგზავრები.

XS
SM
MD
LG