Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთკვირიანი დაბმომბვის შემდეგ, ავდეევკაში „შედარებით სიმშვიდეა“


უკრაინის ფრონტისპირა ქალაქ ავდეევკის მცხოვრებმა მოქალაქეებმა 4 თებერვალს „შედარებით სიმშვიდეში“ გაიღვიძეს, მას შემდეგ, რაც მათი ქალაქი ერთი კვირის განმავლობაში მძიმე არტილერიით იბომბებოდა, იყო მსხვერპლი და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იძულებული გახდა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. სიმშვიდის ფონია დაგეგმილი სატელეფონო საუბარი პოროშენკოს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. უკრაინას სურს ტრამპმა მხარდაჭერა აღმოუჩინოს - ტრამპი აცხადებს, რომ მას რუსეთთან სურს ურთიერთობის გაუმჯობესება. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ქალაქის სამოქალაქო და სამხედრო საქმეების ხელმძღვანელმა, პავლო მალიხინმა, სიმშვიდე შედეგია ადგილობრივი ზავის, რომელსაც მიაღწიეს უკრაინაში ეუთოს საგანგებო სადამკვირვებლო მისიამ და კონტროლის და კოორდინირების ერთობლივმა ცენტრმა, რომელიც მოიცავს როგორც უკრაინელ, ისე რუს სამხედრო ოფიცრებს.

XS
SM
MD
LG