Accessibility links

რუმინეთის მთავრობამ უკან დაიხია კორუფციის შესახებ კანონთან მიმართებით


რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სორინ გრინდეანუ აცხადებს, რომ მისი მთავრობა უკან წაიღებს კანონს, რომელიც ოფიციალური კორუფციის ზოგიერთი ფორმის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს და რომლის გამოც ქვეყანაში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. „არ მინდა რუმინელი ხალხის გახლეჩა გამოვიწვიოო“, უთხრა გრინდეანუმ ჟურნალისტებს. უკვე მეხუთე დღეა ათი ათასობით მოქალაქე აპროტესტებს ამ კანონს. პოლიციის შეფასებით, 4 თებერვალს აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაუტოლდა 330,000-ს - რაც ყველაზე მასშტაბური რაოდენობაა მას შემდეგ, რაც 1989 წელს კომუნისტი დიქტატორი, ნიკოლაე ჩაუშესკუ დაამხეს. გრინდეანუს განცხადების ტელევიზიით გადაცემის მომენტში, პოლიციის შეფასებით 170,000-მდე დემონსტრანტი მისი ოფისის წინ იყო შეკრებილი და პრემიერის გადადგომის შესახებ სკანდირებდა ლოზუნგებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG