Accessibility links

აღმოსავლეთ უკრაინაში შემცირდა შეტაკებების რიცხვი


გავრცელებული ცნობებით, უკრაინის ქალაქ ავდეევკასთან შემცირდა შეტაკებების ინტენსივობა, მას შემდეგ, რაც ერთი კვირის განმავლობაში ესკალაცია აღირიცხა. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და პეტრო პოროშენკომ, ტელეფონით ისაუბრეს. ტრამპმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ აშშ იმუშავებს კონფლიქტის განმუხტვისთვის. კიევის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ბრძოლის ინტენსიფიკაციას ბოლო კვირაში ემსხვერპლა, სულ მცირე. 35 ადამიანი. საერთო ჯამში, მას შემდეგ, რაც 2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა დაიწყო, დაღუპულია 9750-ზე მეტი ადამიანი.უკრაინა შეშფოთებით აფასებს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა შეიძლება რუსეთს მოუხსნას გარკვეული სანქციები, რომლებიც დაწესდა მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირების და უკრაინაში სეპარატისტების სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG