Accessibility links

სასამართლომ ცამეტი წლით პატიმრობა მიუსაჯა ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი მურჯიკნელს. საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში, „კონფლიქტური სიტუაციის გარკვევის მიზნით მურჯიკნელსა და შეყელაძეს შორის საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი მურჯიკნელმა შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით, ზიზი შეყელაძეს მიაყენა სასიკვდილო ტრავმები და ჭრილობები.“ ტრანსგენდერი ქალი 2016 წლის 22 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG