Accessibility links

გაერო: 2016 წელს ავღანეთში წინა წლებზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა


გაეროს მონაცემებით, 2016 წელს ავღანეთში დაიღუპა და დაიჭრა 11 418 სამოქალაქო პირი, რაც ამ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაში ერთი წლის განმავლობაში მსხვერპლის სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 3 498 და დაიჭრა 7 920 სამოქალაქო პირი - წინა წელთან შედარებით 3%-ით მეტი. ამ მონაცემებს ავრცელებს ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისია 6 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში. მონაცემები ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც გაერო 2009 წელს შეუდგა სამოქალაქო მსხვერპლის სისტემატურ აღრიცხვას. დაღუპულებისა და დაჭრილების მესამედს ბავშვები შეადგენენ. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის 61%-მდე გამოწვეულია მთავრობასთან მებრძოლი ექსტრემისტების, მათ შორის თალიბანისა და „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ძალადობით. ავღანეთის უშიშროების ძალების მოქმედების შედეგად მიჩნეულია მსხვერპლის 20%-მდე მაშინ, როცა მთავრობის მომხრე შეიარაღებულ ჯგუფებსა და უცხოელ სამხედროებს მიაწერენ მსხვერპლის 2-2%-ს.

XS
SM
MD
LG