Accessibility links

კრემლი „ფოქს ნიუსისაგან“ ბოდიშს მოითხოვს პუტინის „მკვლელად“ მოხსენიების გამო


კრემლი აცხადებს, რომ ბოდიშს მოითხოვს ამერიკულ ტელეარხ „ფოქს ნიუსისაგან“, რომლის წამყვანმაც, ბილ ო’რეილიმ, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს „მკვლელად“ მოიხსენია ვლადიმირ პუტინი. პასუხად ტრამპმა თქვა: „მკვლელი ბევრია. ჩვენშიც ბევრი მკვლელია. რა გგონიათ? ჩვენს ქვეყანას ბრალი არაფერში მიუძღვის?“ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 6 თებერვალს „მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“ უწოდა ტელეწამყვანის გამონათქვამს. მისი თქმით, კრემლი მოითხოვს, „ფოქს ნიუსმა“ ბოდიში მოუხადოს პრეზიდენტ პუტინს.

XS
SM
MD
LG