Accessibility links

კოსოვოელი ეთნიკური სერბები დათანხმდნენ ქალაქ მიტროვიცის გამყოფი კედლის დანგრევას


კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა ბულდოზერით დაანგრიეს ქალაქ მიტროვიცის გამყოფი კედელი. მანამდე ისინი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეუთანხმდნენ კოსოვოს მთავრობას, რომ დაანგრევდნენ კედელს, რომელიც ბოლოხანს კოსოვოსა და სერბიას შორის დაძაბულობას ზრდიდა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი იზა მუსტაფა ადგილობრივ სერბებს დაემუქრა, რომ თუ ისინი არ მოაცილებდნენ კედელს მიტროვიცას, ამას კოსოვოს მთავრობა გააკეთებდა. ეთნიკური სერბების უმცირესობა დეკემბერში შეუდგა კედლის აშენებას, მისი განმარტებით, მეწყრებისაგან მდინარის სანაპიროს დასაცავად. მაგრამ კოსოვოს მთავრობა კონსტრუქციას მიიჩნევდა ეთნიკური ნიშნით ქალაქის გაყოფის მცდელობად. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს. შეერთებული შტატები და დასავლეთის დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობა მიეკუთვნებიან მსოფლიოს 114 სახელმწიფოს, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებად ცნობს.

XS
SM
MD
LG