Accessibility links

ისრაელის პრემიერი საჭიროდ მიიჩნევს ერთობლივ რეაქციას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ აცხადებს, რომ სურს ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მოამზადოს საპასუხო ზომა ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ. ნეტანიაჰუ 6 თებერვალს ლონდონში ხვდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს, ხოლო მომავალ კვირაში მას ვაშინგტონში მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 5 თებერვალს ლონდონში გამგზავრებამდე, ნეტანიაჰუმ აღნიშნა, რომ სამმა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს ირანის „გამორჩეული აგრესიის“ წინააღმდეგ. დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ „კატასტროფულად“ მიაჩნია ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება, რომელსაც 2015 წელს მიაღწიეს ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ. 3 იანვარს ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სანქციები დაუწესა ირანს, ამ ქვეყნის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ.

XS
SM
MD
LG