Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაიწყო მსჯელობა გარდაქმნის და განვითარების გეგმაზე


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაიწყო მსჯელობა გარდაქმნის და განვითარების სამწლიან გეგმაზე, რომელიც 6 თებერვალს წარმოადგინა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საბჭო დაგეგმავს შეხვედრებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეკითხვას, თანამშრომელთა რაოდენობის შესაძლო შემცირების თაობაზე, გრიგოლ გოგელიამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე დაზუსტებით ჯერ ვერაფერს იტყვის. „1 200 თანამშრომლით შევმცირდებით, თუ დავიმატებთ 2 000 კაცს, ამაზე ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე დისკუსია გავხსენით და განსჯაა საჭირო. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყველაზე კარგი, მაგრამ მძიმე გამოსავალი, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ დავრწმუნდებით, რომ ეს გამოსავალი მცდარია, მაშინ არ მივიღებთ“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ.

XS
SM
MD
LG