Accessibility links

აიათოლა ალი ხამენეი: „ტრამპმა ამერიკის ჭეშმარიტი სახე გამოააშკარავა“


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ის მადლიერია აშ-ის პრეზიდენტისა, რადგან მან „ამერიკის ჭეშმარიტი სახე გამოამჟღავნა“. ალი ხამენეიმ ეს განაცხადა 7 თებერვალს, სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას. რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მმართველი სისტემის პოლიტიკური, ეკონომიკური, მორალული და სოციალური კორუფციის შესახებ, ამ ბატონმა საჯაროდ გამოააშკარავა არჩევნებისას და არჩევნების შემდეგ, - თქვა ალი ხამენეიმ. აიათოლამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ არანაირ მტერს არ შეუძლია ირანის პარალიზება და მოუწოდა ირანელებს პასუხი გასცენ ტრამპის „მუქარას“ ისლამური რევოლუციის წლისთავის კვირაში. ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ კვირაში დააწესა ახალი სანქციები ირანის ორ ათეულამდე ფირმის და პირის მიმართ მას მერ, რაც თეირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG