Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა პალესტინელთა ტერიტორიებზე აშენებული სახლები დააკანონა


ისრაელის პარლამენტმა დააკანონა ოთხიათასამდე შენობა, რომლებიც პალესტინელთა კერძო ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზეა აგებული არალეგალურად. კანონპროექტს მიემხრო 60 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 52. კანონის თანახმად, პალესტინელები, რომლებსაც მიწა ეკუთვნოდა, მიიღებენ კომპენსაციას ფულის, ან სხვა მიწის სახით. პალესტინის ხელისუფლება არ აძლევს ნებას პალესტინელებს მიწები მიჰყიდონ ისრაელს, სხვა შემთხვევაში, მათ სიკვდილის დასჯა ემუქრებათ. დოკუმენტი ადრე კრიტიკის სამიზნე გახდა ისრაელსაცა და მსოფლიოშიც. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა, ავიხაი მანგელბიტმა მას უწოდა არაკონსტიტუციური. პალესტნელებმა ასევე დაგმეს კანონი.

XS
SM
MD
LG