Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პალატის კომიტეტის ლიდერისარაკეტო თავდაცვისთვის მეტ სახსრებს მოითხოვს


აშშ-მა მეტი ფული უნდა დახარჯოს ანტისარაკეტო თავდაცვის მიზნით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანმა და ჩრდილოეთმა კორეამ არაერთხელ გამოსცადეს რაკეტები, ეს განაცხადა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებულ სამსახურების კომიტეტის ხელმძღვანელმა 6 თებერვალოს. მეკ თორნბერის განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ სანქციებს თეირანის მიმართ, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საპასუხოდ. ირანი აცხადებს, რომ ეს რაკეტები თავდაცვითი ხასიათისაა. ტორნბერიმ ვაშინგტონში რეპორტიორებს უთხრა, რომ საჭიროა განვითარებული ტექნოლოგია. მთელ მსოფლიოში ქმნიან ისეთ რაკეტებს, რომელთა შეჩერება რთულია, თქვა მან. მისი თქმით, კონგრესი, რომელშიც ახლა რესპუბლიკურ პარტიას აქვს უმრავლესობა, ბოლოს მოუღებს აშშ-ის არმიის დაფინანსების მკაცრ შეზღუდვას.

XS
SM
MD
LG