Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ახდენს ოჯახში ძალადობის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ახდენს ოჯახში ძალადობის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას. კანონით, სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რანგში გადადის ოჯახში ძალადობა, თუ მან გამოიწვია მხოლოდ ტკივილი და არა სხეულის დაზიანება. კანონი შეეხება, მაგალითად, მშობლებს შვილის ცემის, ან პირს მეუღლის, ან პარტნიორის ცემის შემთხვევაში. მსხვერპლის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის, ან განმეორებით ძალადობის შემთხვევაში, მოძალადეს უკვე სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ახალი კანონით, პირველად ძალადობა ისჯება 30 ათასამდე რუბლით (ანუ 500-მდე დოლარით), 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთით, ან 120 საათი საზოგადებისათვის სასარგებლო შრომით. კანონი, მისი მხარდამჭერების აზრით, წინ აღუდგება ოჯახის საქმეებში სახელმწიფოს ზედმეტად აქტიურ ჩარევას. სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებენ საკანონმდებლო ცვლილებას.

XS
SM
MD
LG