Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა მოსაშვილი

სირიელი გოგონა, სახელად ბანა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილს წერს. ბანას იმედი აქვს, რომ ბ-ნი ტრამპი სირიელი ბავშვების დასახმარებლად რამეს გააკეთებს. მისი აზრით, სირიელი ბავშვები ამერიკელი ან სხვა ეროვნების ბავშვებისგან არაფრით გამოირჩევიან. მათაც ტკივათ, შიათ, სურთ ღამით მშვიდად დაიძინონ და საყვარელი ადამიანები არ დაკარგონ. სურთ მომავალი ნათელ და კაშკაშა ფერებში დაინახონ, მაგრამ სირიელი ბავშვებისთვის ცხადია, რომ მსოფლიო ისეთივე ნაცრისფერ ბედს უმზადებს მომავალში, როგორც ომის შედეგად გადამწვარ და განადგურებულ ქალაქებში ჰაერში, რომ ტრიალებს ხოლმე.

იმავე დღეს ვაშინგტონში, პრეზიდენტი ტრამპი ხელს აწერს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც შტატებში შესვლა ლტოლვილებს მსოფლიოს 7 მუსლიმური ქვეყნიდან განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. მუსლიმი ლტოლვილები მისთვის არასასურველი სტუმრები არიან. ქვეყანაში სადაც, ოფიციალური რელიგია არ არსებობს, სადაც არცერთი რელიგია არ ფინანსდება სახელმწიფოსგან, ქვეყანა, სადაც 1789 წლის პირველი შესწორება „ბილი უფლებების“ შესახებ შტატებში რელიგიურ თავისუფლებას ამტკიცებს და მეტიც სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნული ერთმანეთისაგან, ლტოლვილები რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის წინაშე აღმოჩდნენ.

რელიგია, უფრო კონკრეტულად კი ისლამი პირდაპირ ასოცირდება ორგანიზაციულ დანაშაულთან და ტერორიზმთან.

სირიელი ლტოლვილები უკვე დიდი ხანია გრძნობენ, აცნობიერებენ და ფაქტის წინაშეც არიან, რომ მსოფლიოს დიდ ნაწილს მათი ბედი უბრალოდ არ ანაღვლებს. დიდი ხანია, რელიგიის და კანის ფერის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. თითქოს მათი ბრალი იყოს, რომ მსოფლიოში ძალთა გადანაწილებისთვის ზე-სახელმწიფოების მიერ გაჩაღებულ ბრძოლაში არ დაინდეს და წაართვეს თავისუფლება, სამშობლო, ღირსება და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის საშუალება.

სირიელი ბავშვების ბრალი არ არის ის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია ყოვლადუმოქმედო სტრუქტურაა, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის თანმხობის გარეშე უშიშროების საბჭოში ვერც კონსენსუს მიაღწევ და ვერც სასურველ რეზოლუციას ვერ დაამტკიცებ.

სირიელი ბავშვების ბრალი არაა არც ის, რომ უკვე დიდი ხანია ევროკავშირსა და თურქეთს შორის ვაჭრობის საგანიც გახდნენ ან რუსეთის ფედერაციას და თურქეთს შორის.

სირიის სახელმწიფო მომავალში რა სახით იქნება ძნელი სათქმელია. დასავლეთში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია ქურთისტანის რესპუბლიკა შეიქმნას. ასე, რომ სირიის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია და მით აურესი მათთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალ ტრამპი მსოფლიოს ყოველდღიურად აოცებს საკუთარი არაორდინალური პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. საქართველოც, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომელთა არსებობაც ხშირად გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული განვითარებულ მოვლენებს დიდი ინტერესით ვაკვირდებით .

ბანას ბედისწერის იდენტური ბავშვები საქართველოში ბევრნი არიან. უბრალოდ ქართველ ბავშვებს წილად ხვდათ საკუთარ სამშობლოში ერთი კუთხიდან მეორეში უკვე დევნილობა. ომმა მათაც წაართვაც ბავშვობის მხიარული წლები.

გასულ კვირას საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მიიღო. ევროპარლამენტში ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდგეებიც ჰყავდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქართველებიც ე.წ. კრიმინალური დანაშაულისკენ ვართ მიდრეკილნი.

ევროპარლამენტში დებატების შემწყურეს გამიჩნდა კითხვა: როდემდე უნდა ასოცირდებოდეს საზოგადოდ ყველა მუსლიმი ტერორიზმთან და ყველა საქართველოს მოქალაქე ევროპაში მყოფ არალეგალ ჯიბგირთან? ან მომავალში რამდენი ხანი დაგვჭირდება რომ საპირისპირო დავამტკიცოთ? რამდენი ხანი დასჭირდება პრეზიდენტ ტრამპს იმის გასაცნობიერებლად, რომ შტატები ლოზუნგით „მხოლოდ ამერიკისთვის“ დიდხანს ვერ გაძლებს და ალბათ უახლოეს მომავალში მოუწევს, როგორც ზე-სახელმწიფოს მსოფლიოს მიმდინარე მოვლენებზე, როგორც პასუხისმგებლობის აღება, ასევე ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობისთვის საკუთარი ვარიანტის შეთავაზება.

რაც შეეხება ევროკავშირს, ჩემი აზრით, მისი მომავალიც ნამდვილად ნაცრისფერია.

არაა გამორიცხული ბრიტანეთის გზა საფრანგეთმაც გააგრძლოს, თუკი ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მმართველობის ქვეშ იქნება, როგორიც, მაგალითად მარი ლე პენია.

ეს ქალბატონი ღიად აცხადებს, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთი იყო და უმჯობესია „ცივი ომიც“ რუსეთის ფედერაციის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა მალე დაასრულონ.

გეოპოლიტიკა, ჩემი აზრით, უკვე დიდი ხანია საჭადრაკო დაფას გასცდა და უფრო დომინოს ან „დამკას“ თუ მოგვაგონებს.

როდესაც შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები ბარაქ ობამა და ნიკოლას სარკოზი იყვნენ და კანცლერ მერკელთან ერთად გლობალური პრობლემების გადაჭრას ცდილობდნენ, ანალიტიკოსები უბრალოდ თვლიდნენ, რომ მსოფლიოს ნამდვილი ლიდერი აკლდა და ამიტომაც პრეზიდენტი პუტინი მათზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ იყო.

დღესდღეობით მე, როგორც ერთი რიგითი მსოფლიოს და საქართველოს მოქალაქე ვთვლი,რომ ვითარება ბევრად უფრო საგანგაშოა და მსოფლიოს ბედიც ბევრად არაკომპეტენტური ლიდერების ხელშია და მომავალშიც უფრო მეტად შეიძლება აღმოჩნდეს. ეს უბრალოდ დიდი პოლიტიკური თამაშია, სადაც სამწუხაროდ არაკომპეტენტური მოთამაშეები არიან.

ჩემი პასუხი ბანას-ბანა, სამწუხაროდ შენი წერილის ადრესატი არ აპირებს უახლოეს მომავალში შენს და შენი სირიელი მეგობრების დასახმარებლად რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადადგეს, ისე როგორც ეს მსოფლიოს ზე-სახელმწიფოს და უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტს შეეფერება, მაგრამ ალბათ განსხვავებული მსოფლიოს პასუხი შენს წერილზე ის იქნება, რომ მომავლის რწმენა არ დაკარგო და პირველ რიგში, იბრძოლო იმისთვის, რომ იცოცხლო, იმიტომ რომ შენ და შენნაირი წარსულის მქონე ბავშვები, ხართ სარკე დანარჩენი სასტიკი მსოფლიოსთვის, რომ თუკი შიგ როდესმე ჩაიხედებიან, ვერ შეძლებენ საკუთარ სინდისს თვალი გაუსწორონ.

შენი დანაშაული კი მხოლოდ ის არის, რომ მუსლიმი ხარ და სამწუხაროდ ცუდ დროს და არასწორ ადგილად დაიბადე და აღმოჩნდი.

ეს რეალობაა, დიახ შეიძლება უსამართლო და სასტიკია, მაგრამ ამავე დროს ჩვენი, ადამიანების შექმნილია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG