Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლოში გამოაცხადებენ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ვერდიქტს


რუსეთის ქალაქ კიროვის სასამართლოში დღეს იწყება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვერდიქტის წაკითხვა. მას და ბიზნესმენ პიოტრ ოფიცეროვს წაყენებული აქვთ სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდება. ორივე ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და ნავალნი აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული, მიზნად ისახავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისათვის ხელის შეშლას. ბრალდების მხარე მოითხოვს ნავალნისთვის ხუთწლიანი პირობითი სასჯელის და ოფიცეროვისათვის ოთხწლიანი პირობითი სასჯელის შეფარდებას, ისევე როგორც ფულად ჯარიმას თითოეულისაგან ნახევარი მილიონი რუბლის (8350 დოლარის) ოდენობით. ვერდიქტის კითხვა, სავარაუდოდ, დღეს არ დასრულდება. 2013 წელს ნავალნისა და ოფიცეროვს პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მაგრამ ვერდიქტი არამართლზომიერად მიიჩნია ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ. მისი გაუქმების შემდეგ, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „კიროვლესის“ საქმის ხელახლა განხილვის შესახებ.

XS
SM
MD
LG