Accessibility links

უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთში ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვის გამო


უფლებადამცველების შეფასებით, რუსეთში სულ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავენ ინტერნეტის მომხმარებლების მიმართ. ორგანიზაცია „აგორამ“ 7 თებერვალს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარია ინტერნეტში კრიტიკული პოლიტიკური შეხედულების გამომთქმელი პირებისთვის პატიმრობის მისჯაზე. როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, კრემლი „ინტერნეტს განიხილავს, როგორც საომარ ასპარეზს“ და მსუბუქ კრიტიკასაც კი „შეიარაღებულ თავდასხმად" აღიქვამს. ორგანიზაცია „აგორის“ 50-მდე იურისტი მუშაობს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, მათ შორის იცავს ქალების პანკ ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს და გახმაურებული პერფორმანსების ავტორს, პიოტრ პავლენსკის. „აგორის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს აღიძრა შვიდი საქმე ინტერნეტში აზრის გამოხატვის გამო, მათგან ოთხი შემთხვევა ბრალდებულის დაპატიმრებით დასრულდა. ამავე ანგარიშის თანახმად, 2016 წელს პოლიტიკოსებმა და ოფიციალურმა პირებმა 97 წინადადება წამოაყენეს ინტერნეტის გაკონტროლების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG