Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქებამ ორი სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა აღმოსავლეთში მდებარე პაქტიის პროვინციაში, რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან, რის შედეგადაც დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი. დანდ-ი-პატანის რაიონი, სადაც აფეთქება მოეწყო, პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. პაქტიის პროვინციის პოლიციის უფროსის ცნობით, თვითმკვლელმა სცადა რაიონული ადმინისტრაციის შენობაში შესვლა, მაგრამ პოლიციამ გააჩერა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მაშინვე მოაწყო აფეთქება. წინა დღეს, 7 თებერვალს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა ქაბულში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ თალიბანს ბევრჯერ მოუწყია ამ ტიპის თავდასხმები მთელ ავღანეთში ოფიციალური პირებისა და უშიშროების ძალების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG