Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წითელი ჯვრის“ ცნობით, ავღანეთში მოკლეს მისი ექვსი თანამშრომელი


ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ცნობით, მისი ექვსი თანამშრომელი მოკლეს ჩრდილოეთ ავღანეთში, ჯოვზჯანის პროვინციაში თავდასხმისას. უცნობია კიდევ ორი თანამშრომლის ადგილსამყოფელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ ჯოვზჯანის პროვინციის გუბერნატორის, მავლავი ლუფტფულა აზიზის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. გუბერნატორის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ორგანიზაციის ავტოკოლონა არიგებდა დახმარებას რაიონებში, სადაც ბოლოხანს ზვავები ჩამოწვა, როცა მასზე იერიში მოეწყო. თალიბანი აცხადებს, რომ მისი მოწყობილი არ არის ეს თავდასხმა.

XS
SM
MD
LG