Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის


რუსეთში სასამართლომ ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, რომელიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისებაში. მას დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, ნახევარი მილიონი რუბლის (8350 ამრიკული დოლარის) ოდენობით. ნავალნი ბრალდებას უარყოფს, ისევე როგორც მასთან ერთად გასამართლებული ბიზნესმენი პიოტრ ოფიცეროვი. ნავალნის აზრით, მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისათვის ხელის შეშლას. „ჩვენ არ ვცნობთ ამ ვერდიქტს! ეს ვერდიქტი გაუქმდება! რუსეთის კონსტიტუციით, მაქვს არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება და ამას გავაკეთებ კიდეც. კვლავაც დავიცავ იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთაც სურთ რუსეთი იხილონ ნორმალურ, პატიოსან, არაკორუმპირებულ ქვეყნად,“ - თქვა ალექსეი ნავალნიმ კიროვის რაიონული სასამართლოს დარბაზში. ნავალნისა და ოფიცეროვს უკვე მეორედ ასამართლებენ „კიროვლესის“ საქმეზე. 2013 წელს მათ რუსეთის სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა, მაგრამ ვერდიქტი არამართლზომიერად მიიჩნია ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ. ვერდიქტის გაუქმების შემდეგ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „კიროვლესის“ საქმის ხელახლა განხილვის შესახებ.

XS
SM
MD
LG