Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები აპირებენ, გაურთულონ ტრამპს რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმება


ამერიკელი სენატორების ჯგუფი ამზადებს კანონპროექტს, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაურთულოს უკრაინის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გაუქმება. ინიციატივას სახელწოდებით „რუსეთის შემოწმების აქტი“ მომხრეები ჰყავს როგორც რესპუბლიკელებს, ისე დემოკრატებს შორის. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მაგალითად, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ მისი ადმინისტრაციის წევრებს გაკეთებული აქვთ განცხადებები, რომლებიც გამოხატავს მოსკოვის მსგავს პოზიციებს უკრაინასთან და ზოგ სხვა საკითხთან მიმართებით. ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს კონგრესის მხრიდან კონტროლის გააქტიურებას და ვეტოს უფლებას, თუ ტრამპი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმებას მოინდომებს. სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG