Accessibility links

სამეურვეო საბჭოს წევრები ხვდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს


საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს სამეურვეო საბჭოს წევრებისა და მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრა. განხილვის თემაა გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ 6 თებერვალს წარმოადგინა. „იმისათვის, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოვაყალიბოთ და ყველა არგუმენტი მოვისმინოთ, გავხსენით პროცესი და პირველ ეტაპზე გენერალური დირექტორისა და მენეჯმენტისგან უნდა მოვისმინოთ სრული ინფორმაცია გეგმის შესახებ“ − განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ. მისივე თქმით, მეურვეებს შეკითხვები აქვთ როგორც სამართლებრივ, ისე ტექნიკურ საკითხებზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ გეგმას, დღეს არსებული ფორმით, მხარს არ უჭერს სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე. „შესაბამისად, ველოდები ალტერნატიულ წინადადებებს, გადამუშავებულ ვერსიებს და იმედი მაქვს, რომ შეკითხვები, რომლებიც ამ პროცესში დაისმება, ხელს შეუწყობს დოკუმენტის გაკეთილშობილებას“ - განუცხადა ჟურნალისტებს სალაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG