Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველოს ექნება ტელევიზია, როგორსაც „იმსახურებს თითოეული მოქალაქე“


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ძალიან აქტუალური საკითხი“ უწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესს. „მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოს ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე პრემიერმა. მისივე თქმით, მაუწყებელი ფინანსდება ათეულობით მილიონი ლარით და მთავრობა ვერ შეეგუება, რომ ამ თანხის შედეგად მიღებული პროდუქტი არ იყოს თანამედროვე და საინტერესო. „ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია, ამიტომ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, პოლემიკას და მაქსიმალურ ჩართულობას და იმედი გვაქვს, რომ შედეგად მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული მოქალაქე, რომელიც თავისი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG