Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვია აშშ-ს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს. ორდღიანი ვიზიტის მსვლელობაში ჯანელიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება, აგრეთვე, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს და ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ კოკრანს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები განიხილავენ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG