Accessibility links

სკოპიე მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის განცხადებას მაკედონიის გაყოფის შესახებ


მაკედონია მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა აშშ-ის სენატის რესპუბლიკელი წევრის, დანა რორბაკერის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მაკედონია „არ არის სახელმწიფო“ და მისი ტერიტორია უნდა გაიყოს ორმა მეზობელმა ქვეყანამ − კოსოვომ და ბულგარეთმა. „მაკედონიაში მცხოვრები კოსოვოელები და ალბანელები უნდა იყვნენ კოსოვოს შემადგენლობაში, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი უნდა შეუერთდეს ბულგარეთს ან სხვა ქვეყანას, რომელთანაც, მათივე რწმენით, ამ ხალხს მეტი კავშირი აქვს“ - ეს განცხადება 70 წლის სენატორმა ალბანეთის ერთ-ერთ ტელეარხთან საუბრისას გააკეთა. აშშ-ის სენატის ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რორბაკერი რუსეთის გულმხურვალე დამცველია. მისი თქმით, შეცდომა იყო მაკედონიის შექმნა, რომელიც მოჰყვა 30 წლის წინ იუგოსლავიის დაშლას. მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რორბაკერის მოსაზრებები „იწვევს გაღიზიანებას“ და „აღვივებს ნაციონალისტურ რიტორიკას“ რეგიონში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG