Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცეს ჯეფ სეშონსის კანდიდატურა


აშშ-ის სენატმა 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ სეშონსი. დემოკრატი სენატორები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ 70 წლის სეშონსის კანდიდატურას, რადგან მიუღებლად მიაჩნიათ მისი პოზიციები სამოქალაქო უფლებებისა და იმიგრაციის საკითხებში. ცნობილია, რომ სეშონსი აქტიურად მონაწილეობდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებაში.

XS
SM
MD
LG