Accessibility links

"ამნესტი": ყაზახეთში "აგრესიულ მეთოდებს" მიმართავენ ინტერნეტიდან ოპოზიციური მოსაზრებების განსადევნად


საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ შეფასებით, ყაზახეთის ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად მიმართავს „კომპლექსურ და აგრესიულ მეთოდებს“ ინტერნეტიდან და სოციალური მედიიდან ოპოზიციური მოსაზრებების განსადევნად. „ამნესტი“ 9 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ყაზახეთის მმართველები სარგებლობენ ბოლო პერიოდის კანონით გაზრდილი უფლებამოსილებით კონკრეტულ ვებსაიტების გასაუქმებლად ან მათზე წვდომის დასაბლოკად. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მთავრობა მიმართავს სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ზომებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. ანგარიშში მოყვანილია ყაზახი უფლებადამცველების, მაკს ბოკაევისა და თალგათ აიანის, საქმეები. ისინი 2016 წლის მაისში დააკავეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაავრცელეს ინფორმაცია მიწის კოდექსში ცვლილებების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებზე. ორივე უფლებადამცველს ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს სოციალური არეულობის გაღვივების, არასწორი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისა და საჯარო შეკრების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებებით. „ამნესტი ინტერნეშნლი“ ორივე უფლებადამცველს „სინდისის პატიმრებად“ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG