Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გააპროტესტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების დახურვის გეგმა


თბილისში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმაც გააპროტესტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების შეჩერების გეგმა და საზოგადოებისათვის თავიანთი მოთხოვნების გასაცნობად მაუწყებლის შენობაში შეიჭრნენ. მათ მოითხოვეს პირდაპირი ეთერი საგანგებო განცხადების წასაკითხად. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. საზოგადოებრიუვი მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოძრაობა "მწვანე მუშტის" წარმომადგენელმა გიორგი სოფრომაძემ პირდაპირ ეთერში წაიკითხა. „მწვანე მუშტის“ გარდა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ "აუდიტორია 115-ის"აქტივისტები და გაერთიანებული პროფკავშირების წამომადგენლები. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე კვირაში წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 2018 წლამდე მაწყებლის 101 გადაცემის შეჩებას. მათ შორის არის პროგრამა „რეალური სივრცე“ და რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი ტელეპროექტი, „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW”. "აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით 10 თებერვალსაც გაიმართება აქცია. როგორც სტუდენტებმა განაცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ დემონსტრაციაზე, ისინი სოციალურ ფონს და დასაქმებულთა უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებას გააპროტესტებენ თბილისში მსვლელობით.

XS
SM
MD
LG