Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი თავს დაესხა სენატორ ჯონ მაკკეინს და მას „მტრის წამქეზებელი“ უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელიდან თავს დაესხა სენატორ ჯონ მაკკეინს, რომელმაც მანამდე გააკრიტიკა ამერიკის ადმინისტრაცია და ამასწინანდელ სამხედრო ოპერაციას იემენში „წარუმატებელი “უწოდა. საკუთარი ტვიტერის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა „მტრის წამქეზებელი“ უწოდა ვიეტნამის ომის ვეტერანსა და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს. ჯონ მაკკეინმა 7 თებერვალს „მარცხი“ უწოდა სისხლიან სამხედრო რეიდს, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით 28 იანვარს იემენში ჩატარდა. ოპერაცია გადაიზარდა შეტაკებაში არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედ ალ-ყაიდის ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ამერიკელი საზღვაო ფეხოსანი და განადგურდა 75 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო თვითმფრინავი. დაიღუპნენ ქალები და ბავშვები. „სენატორი მაკკეინი არ უნდა ლაპარაკობდეს ოპერაციის წარმატებასა და წარუმატებლობაზე მედიის წინაშე. იგი იმდენჯერაა დამარცხებული, რომ უკვე აღარ იცის, თუ როგორია გამარჯვება“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი მაკკეინის მისმართით ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG