Accessibility links

აღმასრულებელმა საბჭომ ტელევიზიის საქმიანობის „უხეში ხელყოფა“ უწოდა შენობაში შეჭრას


„საზოგადოებრივ მაუწყებელში” დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჟურნალისტურ საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტი უწოდა ტელევიზიის შენობაში შეჭრას. ”9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში. ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს“, - ნათქვამია მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ხუთშაბათს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ხუთწუთიან ეთერს ითხოვდნენ. მაუწყებელმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დატოვეს. საბჭოს წევრები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, არ წაახალისონ ძალადობა და აგრესიულ ქმედებებს გაემიჯნონ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG