Accessibility links

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება


სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ განკარგულების ამოქმედებაზე, რომლის თანახმადაც აშშ-ში შესვლა დროებით ეკრძალებათ ლტოლვილებსა და შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნის მოქალაქეებს. სასამართლოს სამკაციანმა პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი პირველადი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმისათვის, თუ რა გადაუდებელი საჭიროება არსებობს დონალდ ტრამპის განკარგულების დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის. აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს, რომ უზენაეს სასამრთლოში გაასაჩივროს სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „პოლიტიზებული“ უწოდა. „შევხვდებით სასამართლოში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება საშიშროების ქვეშ დგას“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ტვიტერით გავრცელებულ კომენტარში.

XS
SM
MD
LG