Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის შესახებ


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწოერება, რომელიც პრეზიდენტისათვის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირისათვის, ძალაუფლების გაზრდას ითვალისწინებს. თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე ცნობაში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო შესწორება გაეგზავნა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, რომელმაც უნდა გამოქვეყნოს დოკუმენტი და დანიშნოს საერთო-სახალხო რეფერენდუმი. ერდოანი აცხადებს, რომ დაძაბულობის პერიოდში, აღნიშნულმა რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილურობა. თურქეთის პრეზიდენტის ოპონენტები შიშობენ, რომ რეფორმის განხორციელება ქვეყანას მზარდ ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანს. გასულ თვეში საკანონმდებლო შესწორების კანონპროეტი თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა. თუმცა დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის საჭიროა საერთო-სახალხო რეფერენდუმი. კანონპროექტი შესაძლებლობას აძლევს ერდოანს, რომ პრეზიდენტის პოსტზე 2029 წლამდე დარჩეს

XS
SM
MD
LG