Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მედიის თავისუფლების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები, რომელშიც 8 პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზიციები არიან გაერთიანებული. აქციის ინიციატორის, ნიკა მელიას განცხადებით,ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო 15 თებერვლის ჩათვლით აპირებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. საპროტესტო აქცია ასევე ეხმაურება იმ ზეწოლასაც, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები, საყვირები, ასევე ბიძინა ივანიშვილის კარიკატურული ბანერი, სადაც საქართველოს ყოფილ პრემიერს გეორგიევსკის ლენტი აქვს შებმული და ყველა ინსტიტუცია მის დაქვემდებარებაშია.

XS
SM
MD
LG