Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს


თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. უჩა ნანუაშვილის უკმაყოფილება ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, რომლითაც სახალხო დამცველის მიერ გაშვებული ერთ-ერთი თანამშრომელი სასამართლოს ძალით სამსახურში აღდგა. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულ დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.საქართველოს სახალხო დამცველმა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებას „ტენდენციური და უპრეცენდენტო“ უწოდა. საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას, მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია. „უჩა ნანუაშვილის მოქმედებები ზიანს აყენებს როგორც სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტს”, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG